ფეხბურთი

19:51 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი ჩავის "ბარსელონაში" ტრანსფერზე პირადად ესაუბრა

„ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პოლონელი ფორვარდი „ბარსას“ მთავარ მწვრთნელ ჩავის შუამავლების გარეშე დაუკავშირდა და პირადად, ორჯერ ესაუბრა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევანდოვსკიმ კლუბთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა და ახლა „ბარსელონას“ შეთანხმების მიღწევა „ბაიერნთან“ სჭირდება. ლევანდოვსკის გერმანულ გრანდთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მის განახლებაზე უარს ამბობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 46 მატჩში 50 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113991