ფეხბურთი

13:26 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენი“ „მილანის“ თავდამსხმელში 70 მილიონს იხდის. „მილანი“ 100 მილიონს ითხოვს

„მილანის“ შემტევმა, რაფაელ ლეაუმ, კარიერა შესაძლოა ფრანგულ ლიგა 1-ში გააგრძელოს. პორტუგალიელით პსჟ დაინტერესდა - გვამცნობს Pianeta Milan.

პარიზული კლუბი მზადაა ლეაუში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. „მილანი“ 100 მილიონს ითხოვს. ამასთან, მილანელები თვადაც ცდილობენ ლიდერის შენარჩუნებას და ხელფასის გაზრდას წელიწადში 1,5 მილიონიდან 4,5 მილიონამდე ჰპირდებიან.

ლეაუ „მილანში“ 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ის იტალიურ კლუბში ფრანგული „ლილიდან“ გადავიდა 29,5 მილიონ ევროდ. „როსონერისთან“ მის არსებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ივნისში ეწურება.

0.116645