თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაცუ ბაშო ლევან გორგაძისთვის წარმატებული გამოდგა, რადგან ქართველმა სუმოისტმა გაზაფხულის მეორე სუპერტურნირის დასრულებამდე 3 დღით ადრე, დადებითი ბალანსი გაინაღდა!
ტოჩინოშინი მე-12 საშეჯიბრო დღეს მე-12 მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით აჯობა. ჩვენებურმა მეტოქისთვის მავაშში ხელის ჩავლება მოახერხა და დოჰიოდან გადაიყვანა. მან ორჯერ მოიპოვა მიჯრით მე-4 გამარჯვება. ეს წყვილის 31-ე დაპირისპირება იყო და ტოჩიმ ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი შეამცირა - 14:17.
">www.youtube.com/watch?v=gMguP_q19Es]
(ლევანის ბრძოლა 7:24-დან)
გეტყვით, რომ ქართველ გოლიათს მიმდინარე ბაშოზე 8 მოგების წილ 4 მარცხი აქვს. მასზე უკეთესი შედეგით ჯერჯერობით მხოლოდ ტაკენოშო (10:2) და სიდანოუმი (9:3) გამოირჩევიან.
ჩვენებურს წინსვლა ელის, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-2 მაეგაშირა კირიბაიამა იქნება, რომელსაც აქამდე 7-ჯერ შეხვდა და უარყოფითი ბალანსი აქვს -3:4-ზე.