ფეხბურთი

20:29 | 17.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი: "სიტყვა რუსეთიც კი მძულს"

კრაკოვის „ვილას“ ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა თქვა, რომ სიტყვა რუსეთის ხსენებაც კი სძულს.

„იგივე სიტუაცია იყო საქართველოშიც, წაგვართვეს ტერიტორიები და აპირებდნენ საქართველოს დედაქალაქში შესვლას. საშინელება იყო, ბავშვებს კლავდნენ და ქალებს აუპატიურებდნენ. მეგონა, რომ მხოლოდ ცუდი პრეზიდენტი ჰყავდათ და ხალხი ასეთი არ იყო, მაგრამ ხალხი მას მხარს უჭერს, სამხედროები მის ბრძანებებს ასრულებენ.

ჩემთვის რუსი ხალხი აღარ არსებობს, იმ მომენტიდან, როცა დავინახე რას უკეთებდნენ ქალებსა და ბავშვებს. მე მძულს რუსეთის, თუნდაც უბრალოდ ამ სიტყვის წარმოთქმა. უკრაინა ჩემი სახლია, იქ გავიზარდე“, - თქვა პოლონურ მედიასთან წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილს „ვისლასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

0.120104