მადრიდის „რეალი“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის, კილიან მბაპეს ტრანსფერის შესახებ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ გამოაცხადებს, რომელშიც „რეალი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება - გვამცნობს ტვიტერში Goal.
„რეალი“ – „ლივერპულის“ შეხვედრა 28 მაისს გაიმართება პარიზში.
მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს ვადა წლეულს, 30 ივნისს ეწურება და ფრანგი შემტევი თავისუფალი აგენტი გახდება.
23 წლის მბაპემ მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში 45 მატჩი გამართა, 36 ბურთი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.