მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა, იტალიური სეროა A-ს 37 ე ტურის მატჩში „კალიარის“ წინააღმდეგ (3:1), დუბლი შეასრულა. ეს გოლები მიმდინარე ჩემპიონატში მისთვის მე-20 და 21-ე გამოდგა. ამისდაკვალად, არგენტინელი მეექვსე ფეხბურთელი გახდა კლუბის ისტორიაში ვისაც ერთი სეზონის განმავლობაში 20 და მეტი გოლი გაუტანია.
მარტინესამდე ამ ნიშნულისთვის მიუღწევიათ: ჯუზეპე მეაცას (33 გოლი 1928-29 წლების სეზონში), სტეფანო ნერსს (26, 1948-49), ანტონიო ანჯელილოს (33, 1958-59), რონალდოს (25, 1997-98) და მაურო იკარდის (22, 2014-15).