„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა იდირისა განა გეიემ „მონპელიესთან“ არ ითამაშა და როგორც გაირკვა, ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო.
ლიგა 1-ის ბოლო ტურში იყო აქცია, რომლის მიხედვითად გუნდებმა ლგბტ დროშის ფერები მაისურზე გამოსახეს. უფრო კონკრეტულად, სწორედ ამ ფერებში იყო შემოსილი ფრანგული კლუბების მაისურზე დატანილი ნომრები.
სენეგალელმა ფეხბურთელმა აღნიშნულ აქციაში ჩართვაზე უარი თქვა და მოედანზე არ გავიდა. აღსანიშნავია, რომ გეიე ანალოგიურად მოიქცა ერთი წლის წინაც, როდესაც თამაშზე უარი განაცხადა.