ლუის სუარესი მადრიდის „ატლეტიკოს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ურუგვაელი ფეხბურთელი „როხიბლანკოს“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით უკვე დაემშვიდობა.
სუარესმა ბოლო საშინაო მატჩი გუშინ „სევილიასთან“ ჩაატარა და ის ფანებმაც დააფასეს, რომლებმაც გასულ სეზონში მოპოვებული ჩემპიონობისთვის მადლობა გადაუხადეს.
ურუგვაელი ფორვარდი „ატლეტიკოში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 81 მატჩში 34 გოლი გაიტანა. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას 35 წლის ფეხბურთელი.