მილანის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის სკუდეტოს მოგების იმედი ისევ აქვს. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ბოლო ტურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მაგალითიც მოიყვანა, როცა ფეხბურთელის რანგში სკუდეტო ზუსტად ანალოგიურ ვითარებაში მოიპოვა.
„მილანის“ გამარჯვების შემდეგ ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩემმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. ბოლო ტურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ბოლომდე უნდა ვეცადოთ. ჩამოვრჩებით და გვჭირდება ჩვენი გამარჯვება და მათი მარცხი. მსგავს ვითარებაში უკვე ვიყავი, როდესაც „ლაციოსთან“ ერთად მოვიგე, ბოლო ტურის წინ 2 ქულით უკან ვიყავით. „იუვენტუსმა“ ბოლო ტურში „პერუჯასთან“ წააგო და „ლაციო“ ჩემპიონი გახდა. ფეხბურთში არასდროს უნდა დანებდე.
საშუალება რომ მქონდეს, მხოლოდ „ლივერპულთან“ პირველ მატჩს ვითამაშებდი თავიდან. თუ არ ვცდები, „ლივერპულმა“ 2022 წელს მხოლოდ ჩვენთან წააგო. ასეთ სეზონს ვერ წარმოვიდგენდი, ეს ყველაფერი ამ გუნდის დამსახურებაა, რომელიც არასდროს დანებებულა და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზეც ჩვენი გამოსვლა მხოლოდ ერთმა გაძევებამ შეაფერხა“, - თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, „ინტერი“ ბოლო ტურის წინ „მილანს“ 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ვინაიდან მეტოქეს ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა აქვს, „ნერაძურის“ საჩემპიონოდ მხოლოდ მისი გამარჯვება და „მილანის“ მარცხი ეყოფა.