„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ბერგამოს „ატალანტასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია.
„ვიცით, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა, კიდევ ერთი ტურია დარჩენილი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და კარგები ვიყავით დაცვაშიც და საგოლე მომენტების შექმნაშიც. ეს გამარჯვება ჩემი ფეხბურთელების შრომისთვის დამსახურებული ჯილდოა“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანს“ 83 ქულა აქვს და ბოლო ტურის წინ სერია A-ს გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს.