ფეხბურთი

17:43 | 15.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" პრეზიდენტი: "ლევანდოვსკი ჩვენთან 2023 წლამდე დარჩება"

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა რობერტ ჰაინერმა რობერტ ლევანდოვსკის კლუბიდან წასვლა გამორიცხა. როგორც მან აღნიშნა, პოლონელმა ფეხბურთელმა კონტრაქტს უნდა სცეს პატივი, რომელიც მას „ბაიერნთან“ კიდევ ერთი წლით აკავშირებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ მას კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და ჩვენთან მის ამოწურვამდე ითამაშებს. როცა კონტრაქტი ფორმდება, ორივე მხარემ იცის, რომ მას პატივი უნდა სცეს. რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი არ არსებობს და მას კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, ვფიქრობ, რომ ამას პატივს სცემს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია უფასოდ წავიდეს“, - თქვა ჰაინერმა.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014 წლიდან თამაშობს და 375 შეხვედრაში 344 გოლი აქვს გატანილი. მას დორტმუნდის „ბორუსიასა“ და პოზნანის „ლეხშიც“ უთამაშია.

0.114334