ფეხბურთი

12:05 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა იტალიასთან და ბრაზილიასთან მატჩებისთვის

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ იტალიასთან და ბრაზილიასთან მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

„ალბისელესტე“ პრინციპულ მეტოქეებს პრაქტიკულად უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდება, რომელიც ასეთია:

მეკარეები: ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ხუან მუსო (ატალანტა), ხერონიმო რული (ვილიარეალი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)

მცველები: კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ლუკას მარტინეს კუარტა (ფიორენტინა), გონსალო მონტიელი (სევილია), ნაუელ მოლინა (უდინეზე), ნეუენ პერესი (უდინეზე), ხუან ფოიტი (ვილიარეალი), მარკოს სენესი (ფეიენოორდი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), ხერმან პეცელა (ბეტისი), მარკოს აკუნია (სევილია), ლისანდრო მარტინესი (აიაქსი)

ნახევარმცველები: გუიდო როდრიგესი (ბეტისი), ლეანდრო პარედესი (პარი სენ ჟერმენი), ალექსის ალისტერი (ბრაიტონი), ნიკოლას დომინგესი (ბოლონია), ეზეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო), გოვანი ლო სელსო (ვილიარეალი), ანხელ დი მარია (პარი სენ ჟერმენი)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (პარი სენ ჟერმენი), პაულო დიბალა (იუვენტუსი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ხოაკინ კორეა (ინტერი), ანხელ კორეა (ატლეტიკო), ხულიან ალვარესი (რივერ პლეიტი), ნიკოლას გონსალესი (ფიორენტინა), ლუკას ოკამპოსი (სევილია), ლუკას ალარიო (ლევერკუზენი), ემილიანო ბუენდია (ასტონ ვილა), ალეხანდრო გომესი (სევილია)

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები 1 ივნისს, ლონდონში იტალიას ე.წ „ფინალისიმას“ ეგიდით დაუპირისპირდება - სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი ევროპის ჩემპიონის წინააღმდეგ, ხოლო 11 ივნისს ბრაზილიას ამხანაგურად გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119175