„ბოსტონ სელტიქსმა“ მომქედ ჩემპიონ „მილუოკისთან“ გასვლაზე მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა!
ჯეისონ ტეიტუმის ფანტასტიკური თამაშის წყალობით „ბოსტონმა“ „მილუოკის“ 108:95 დაამარცხა, ხოლო ტეიტუმმა 43 წუთში 46 ქულა(!), 9 მოხსნა და პასი მიითვალა. გამორჩეული იყო ჯეისონ ბრაუნიც, რომლის აქტივში 22 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი იყო.
„ბაქსის“ შემადგენლობაში იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ შეუდარებელი. ბერძენმა კალათბურთელმა უბრალოდ წარმოუდგენელი თამაში ჩაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. მაგრამ, ორმაგ დუბლსაც ხომ გააჩნია?! 44 ქულა და 20 მოხსნა!
იანისი NBA-ს ისტორიაში მხოლოდ მე-3 კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფის თამაშში მინიმუმ 40 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა. მანამდე მსგავსი შედეგით ოდენ ორი მოთამაშე, შაკილ ო’ნილი და უილტ ჩემბერლენი გამოირჩნენ.
სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 3:3. ახლა, მოქმედი ჩემპიონი დიდი საფრთხის წინაშეა, რომ სერია წააგოს, რადგან გადამწყვეტი შეხვედრა 15 მაისს, ბოსტონში გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ „ბაქსის“ განაცხადში ისე არ იყო სანდრო მამუკელაშვილი.