ფეხბურთი

11:59 | 13.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ნიქოზიის „აპოელის“ ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის 2021-2022 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ფორვარდი კვიპროსში მოთამაშე ფეხბურთელების გამოკითხვის შედეგად გამოარჩიეს და ერთადერთი ქართველია, რომელიც სეზონის საუკეთესო 11-ეულში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი ქვილითაიამ „აპოელის“ რიგებში 25 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

გარდა ამისა, დაჯილდოვდა გიორგი ლორიაც, რომლის სეივი სეზონის საუკეთესო მოგერიებებში მესამე ადგილზე გავიდა ("ომონიასთან", მერვე ტურში).

0.121922