ფეხბურთი

17:55 | 11.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კავანი შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ედინსონ კავანი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს. 35 წლის ფეხბურთელის აგენტმა ვალტერ გულიელმონემ ამის შესაძლებლობა დაადასტურა.

კავანი სეზონის ბოლოს „მანჩესტერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას. ფეხბურთელს „ბოკა ხუნიორსს“, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ფიორენტინას“ უკავშირებენ. სწორედ ფლორენციელთა ინტერესზე გააკეთა კომენტარი გულიელმონემ.

„გულწრფელად გითხრათ, ფლორენციელებთან კონტაქტი არ გვქონია, შეიძლება ამ მომენტში მათი მხრიდან ინტერესი არსებობდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ედინსონი სერია A-ში დაბრუნდეს“, - თქვა „მატადორის“ აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანიმ სახელი სწორედ იტალიაში გაითქვა, სადაც 2006-2010 წლებში „პალერმოში“ 117 მატჩში 37 გოლი გაიტანა, 2010-2013 წლებში კი „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 138 შეხვედრაში თავი 104-ჯერ გამოიჩინა. შემდეგ იყო პსჟ-ში, სადაც 2013-2020 წლებში 301 თამაშში 20 გოლი მიითვალა, ხოლო 2020 წლიდან „მანჩესტერში“ 58 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112817