კალათბურთი

11:30 | 11.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მაიამი ჰიტი" სერიაში დაწინაურდა - სპოელსტრას გუნდს შემდეგ ეტაპამდე ერთი მოგება აშორებს (+VIDEO)

„მაიამი ჰიტი“ გამოფხიზლდა და ზედიზედ 2 მარცხის მერე სერიაში დაწინაურდა. ერიკ სპოელსტრას გუნდმა "ფილადელფიასთან" NBA-ს მეოთხედფინალის მე-5 დაპირისპირებაში, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო.

თამაში „მაიამის“ უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდში 31:19 იმარჯვა. ჯეიმს ჰარდენმა და კამპანიამ გაბრძოლება მხოლოს მეორე და მესამე მეოთხედებში შეძლეს, როდესაც ჯერ 25:25, შემდეგ კი 25:22 გაახერხეს, თუმცა დასკვნით მეოთხედში ჰიტის კალათბურთელებმა 20 ქულით იმარჯვეს და საბოლოოდ 120:85 მოიგეს.

ყველაზე კარგად "მაიამის" მცველებმა ითამაშეს, რომლებმაც ჰარდენი და თანაგუნდელები უბრალოდ გააჩერეს.

საუკეთესო ჯიმი ბატლერი იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 32 წლის მ ცველის ანგარიშზე 23 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი იყო. მან 15-დან 9 სროლა გამოიყენა, მათ შორის 4-დან 2 სამქულიანი, 11-დან 7 ოქრულიანი და 4-დან 3 საჯარიმო.

ჯიმის მხარი მაქს სტრუსმა აუბა. მან 19 ქულით, 10 მოხსნითა და 1 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა თუმცა, ბევრიც ააცილა. განსაკუთრებით შორი დისტანციიდან. ამერიკელმა 10-დან მხოლოდ 3 სამიანი ჩააგდო, მაგრამ 100%-იანი შედეგი ჰქონდა 2-ქულიანებში რადგან 3-დან 3-ივე სროლა გამოიყენა.

„ფილადელფიადან“ ჯოელ ემბიდმა 17 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე კი 14 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი იყო.

აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში მასპიძლებმა 32-დან 12 სამქულიანი, სტუმრებმა კი 32-დან მხოლოდ 9 ჩააგდეს.

"ჰიტის" კალათბურთელებს ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს, ამისთვის მათ მომდევნო შეხვედრის მოგება სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მე-7 შეხვედის ჩატარება გახდება საჭირო. ამ გუნდებს მომდევნო დაპირისპირება 13 მაისს, ფილადელფიაში შედგება.

0.115755