სხვა

4:49 | 11.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონი სასამართლოს გადაურჩა

მაიკ ტაისონს თვითმფრინავში გამართული ჩხუბისთვის ბრალს არ წაუყენებენ. ეს გადაწყვეტილება კალიფორნიის საოლქო პროკურორმა, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მიიღო.

პროკურორმა სტივი ვაგსტაფმა პოლიციის მოხსენება და ვიდეო ჩანაწერები შეისწავლა, რომლებზეც ჩხუბის მომენტია ჩაწერილი. ჩანწერში ჩანს, რომ ტაისონი სავარძლის წინ დგას და ილუმინატორთან მჯდარ მგზავრს ურტყამს. ინციდენტი ჯერ კიდევ სან ფრანცისკოს აეროპორტში დაიწყო, სადაც კომპანია „ჯეტბლიუს“ რეისის მოლოდინში, ტაისონს ერთ-ერთმა მგზავრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაზარალებული მგზავრის ვინაობა არ გამჟღავნებულა. პროკურორის მოხსენებაში წერია, რომ ტაისონს ბრალი არ წარედგინა იმის გამო, რომ თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს, მოსაცდელ ტერმინალში შელაპარაკება უძღოდა, რომელშიც ტაისონი დამნაშავე არ იყო. გარდა ამისა, დაზარალებულმა, ვინც ტაისონის მუშტები, მისი შეურაცხყოფის გამო დაიმსახურა, მას არ უჩივლა.

არადა, ჩხუბის შემდეგ მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მას თავზე დაჟეჟილობები ჰქონდა. პოლიციასთან გასაუბრებისას, მან გამოძიებას მინიმალური ინფორმაცია მიაწოდა და თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ტაისონის მხარემ განაცხადა, რომ ფრენისას დაზარალებული ტაისონს ავიწროებდა და მას წყლით სავსე ბოთლიც კი ესროლა.

0.101468