ლონდონის „არსენალმა“ უახლოეს ხანში, შესაძლოა, „ლესტერის“ ნახევარმცველ იური ტილემანსთან ტრანსფერი გააფორმოს - გვამცნობს Daily Mail.
წყაროს ინფორმაციით, „მეთოფეები“ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებენ და ამ მხრივ ტილემანსს მთავარ კანდიდატად განიხილავენ. ლონდონური კლუბი დაახლოებით 40 მილიონ ევროს გადაიხდის.
ტილემანსი „ლესტერში“ 2019 წლის იანვარში გადავიდა „მონაკოდან“ იჯარის წესით. იმავე წლის ზაფხულში „მელიებმა“ ბელგიელი 45 მილიონ ევროდ გამოისყიდეს.