ფეხბურთი

17:21 | 9.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ლივერპულს" ევროპაში საოცარი ისტორია აქვს, მაგრამ პრემიერლიგაში - არა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგაში საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი ინგლისი „ლივერპულს“ გულშემატკივრობს. თუმცა, ესპანელი ფიქრობს, რომ შესაძლოა 6 ქულაც საკმარისი გამოდგეს, რომ მისმა გუნდმა ტიტული მოიგოს.

„წითლებთან“ ტიტულისთვის კარგი დუელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრემიერლიგის მოგებას მიჩვეულები არ არიან. „ლივერპულს“ ევროპაში წარმოუდგენელი ისტორია აქვს, მაგრამ არ აქვს პრემიერლიგაში, რომელიც 30 წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოიგო.

ერთი კვირის წინ არავის ეგონა, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. ამ ქვეყანაში ყველა „ლივერპულს“ უჭერს მხარს - მედია, ფანები და ყველა დანარჩენი. ახლა გვჭირდება, რომ 9 ქულა დავაგროვოთ, შეიძლება ჩემპიონობისთვის 6 ქულაც გვეყოს, ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, მატჩების მოგება უნდა ვცადოთ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ 3 ქულით უსწრებს და ამ დროისთვის ბურთების შეფარდებაც უკეთესი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115262