„მანჩესტერ სიტიმ“ „ლივერპულის“ ფეხის დაცდენით ისარგებლა და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
პეპ გვარდიოლას გუნდმა საკუთარ მოედანზე „ნიუკასლ იუნაიტედი“ 5:0 გაანადგურა და ლიდერობა განიმტკიცა. დუბლი შეასრულა რაჰიმ სტერლინგმა, ხოლო თითოჯერ ემერიკ ლაპორტმა, როდრიმ და ფილ ფოდენმა გაიტანეს.
„სიტიმ“ 86 ქულა დააგროვა და „ლივერპულს“ 3 ქულით უსწრებს, თან ბურთების შეფარდებაც უკეთესი აქვს. სეზონის ბოლომდე ორივე გუნდს 3-3 თამაში დარჩა ჩასატარებელი. მომდევნო ტურში მანჩესტერელები „ვულვზს“ ესტუმრებიან, ხოლო ლივერპულელები - „ასტონ ვილას“.