ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ პიტერ შილტონმა დიეგო მარადონას მაისურის გაყიდვაზე კომენტარი გააკეთა. როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, იმ მაისურს ჭურჭლის საწმენდადაც კი არ გამოიყენებდა.
„იმ მაისურს არაფერზე გავცვლიდი, ჭურჭლის გასაწმენდადაც კი არ გამოვიყენებდი. რომ მცოდნოდა, რომ ჰოჯის გასახდელში მარადონას მაისური ჰქონდა, იქიდან ცოცხალი ვერ გავიდოდა. იმ მაისურს ათას ნაწილად დავგლეჯდი. თუმცა, სტივმა ეს იცოდა და ამიტომაც არაფერი გვითხრა“, - თქვა შილტონმა.
შეგახსენებთ, დიეგო არმანდო მარადონას მაისურით, რომლითაც მან მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, აუქციონზე 9 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც საფეხბურთო კოლექციებში რეკორდული ფასია.
მარადონას მაშინ მაისური ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა სტივ ჰოჯმა გაუცვალა და ის ამ დრომდე სწორედ მას ჰქონდა.