„ნანტი“ საფრანგეთის თასის გამარჯვებული გახდა. „იადონებმა“ „სტად დე ფრანსზე“ გამართულ ფინალში „ნიცას“ დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 აჯობეს.
გამარჯვების გოლი 47-ე წუთზე ლუდოვიკ ბლასმა გაიტანა და როგორც გაირკვა, ყველაფერი ამ გოლმა გადაწყვიტა.
„ნანტი“ საფრანგეთის თასს 22-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეოთხედ დაეუფლა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.