ფეხბურთი

12:52 | 5.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლი: „მარსელს“ საკუთარი სათამაშო სტილი აქვს და მას პატივი უნდა ვცეთ“

„ფეიენოორდთან“ კონფერენს ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ, „მარსელის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ, ჟურნალისტებს თავიცი აზრი გაუზიარა.

„მეტოქის ნახვარზე უნდა გავმაგრდეთ, ბურთი და თამაშის მიმდინარეობა ვაკონტროლოთ. მიმდინარე სეზონში ხშირად მოვქცეულვართ ასე და იმიტომაც შემოვრჩით ტიტულისთვის ბრძოლას.

თუ ძალიან აგრესიულები ვიქნებით, საჭირო რიტმს დავკარგავთ. ჩვენ საკუთარი სათამაშო სტილი გვაქვს და მას პატივი უნდა ვცეთ“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

„მარსელი“ – „ფეიენოორდის“ მატჩი დღეს, 5 მაისს გაიმართება მარსელში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.065469