ფეხბურთი

23:53 | 4.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას მაისური რეკორდულ ფასად, 8.8 მილიონ ევროდ გაიყიდა

დიეგო არმანდო მარადონას მაისური, რომელიც მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ეცვა, აუქციონზე სარეკორდო ფასად გაიყიდა.

მაისური, რომლითაც დიეგომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი და ასევე, „ღმერთის ხელით“ გაიტანა, Sotheby’s-ს აუქციონზე 9.3 მილიონ დოლარად (8.8 მილიონი ევრო) გაიყიდა.

ეს რეკორდული მაჩვენებელია, როდესაც საქმე ეხება სპორტულ რელიქვიას. წინა რეკორდი 2019 წელს დაფიქსირდა, მაშინ ბეისბოლის მოთამაშის, ბეიბ რუთის მაისური 5.6 მილიონ დოლარად შეიძინეს.

0.118887