ფეხბურთი

16:36 | 4.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" "ლილის" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

„ლილისა“ და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი რენატუ სანჩესი „მილანში“ ტრანსფერთან ახლოსაა.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იტალიური კლუბი ახლოსაა 24 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველის შეძენასთან და ის „როსონერის“ პირველი არჩევანია ნახევარდაცვის ხაზში.

ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშთან და ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა.

რენატო სანჩესმა „ლილის“ რიგებში მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მას ასევე უთამაშია „ბენფიკასა“ და მიუნხენის „ბაიერნში“.

0.110427