ფეხბურთი

15:38 | 4.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკომ შესაძლოა იტალიური კლუბი შეიძინოს

უკრაინის ნაკრებისა და „ჯენოას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო შესაძლოა იტალიური საფეხბურთო კლუბის, „პესკარას“ მფლობელი გახდეს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, უკრაინელი პესკარაში ჩავიდა, სადაც კლუბის პრეზიდენტს დანიელ სებასტიანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ კლუბის აქციების უმეტესი ნაწილი შეიძინოს.

„პესკარა“ ამჟამად სერია C-ში ასპარეზობს და შევჩენკო პლეი-ოფის 1/16-ფინალურ შეხვედრას „გუბიოს“ წინააღმდეგ დაესწრება. გარიგების წარმატებით დახურვის შემთხვევაში შევჩენკო „დელფინების“ პრეზიდენტი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი შევჩენკო ცოტა ხნის წინ „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელი იყო, მაგრამ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

0.117286