ავტოსპორტი

3:59 | 4.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ ახალი აეროდინამიკური გვირაბის აშენებას აპირებს

„რედ ბული“ ახალი აეროდინამიკური გვირაბის აშენებას აპირებს. ნაგებობა გუნდის მილტონ კინსის ბაზის მახლობლად უნდა აშენდეს და მას ხარებთან ერთად, „რედ ბულის“ მეორე გუნდი, „ალფატაურიც“ გამოიყენებს. ახალი გვირაბი ძველს შეცვლის, რომელიც ბედფორდში მდებარეობს.

გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, ახალი გვირაბის აშენების წინააღმდეგია „რედ ბულ რეისინგის“ მთავარი ინჟინერი ედრიან ნიუი. მისი აზრით, რამდენადაც ფორმულა 1 გარემოზე ზრუნვას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს, ადრე თუ გვიან, აეროდინამიკური გვირაბების გამოყენება აიკრძალება და ყველა გუნდი კომპიუტერულ მოდელირებაზე გადავა. ამიტომ, ნიუი თვლის, რომ ახალი და ძალიან ძვირადღირებული გვირაბის აშენება გაუმართლებელი იქნება.

მაგრამ „რედ ბულის“ მოტორსპორტის მრჩეველი ჰელმუტ მარკო სხვაგვარად თვლის. მისი აზრით, აეროდინამიკურ გვირაბს ფ1-ში ყოველთვის გამოიყენებენ და ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდისთვის, ის აუცილებელ ატრიბუტად დარჩება.

ნიუი ამბობს, რომ ძველი გვირაბი თითქმის ყოვემხრივ კარგად მუშაობს, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს - მაქსიმალური სიმძლავრით ასამუშავებლად, დიდი დრო სჭირდება. ეს კი პრობლემაა, რადგან ფორმულა 1-ში აეროდინამიკური გვირაბის გამოყენების დრო შეზღუდულია (ენერგიის დაზოგვის და ხარჯების შესამცირებლად). მაქსიმალურ სიმძლავრეზე გასვლის დრო კი შეზღუდვაში ექცევა, რაც ნიშნავს, რომ აეროდინამიკაზე მუშაობისას, გუნდი დროს კარგავს.

0.126317