ფეხბურთი

13:39 | 3.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: „ვფიქრობ, სერია A-ს „ინტერი“ მოიგებს“

„იუვენტუსის“ მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ჟურნალისტებს სერია A-ს მიმდინარე სეზონის ფავორიტების შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„როცა დარჩენილ კალენდარს ვუცქერ, მგონია, რომ სკუდეტო „ინტერმა“ უნდა მოიგოს. არა მარტო კალენდრის გამო. უბრალოდ „ინტერის,“ როგორც გუნდის უფრო მჯერა. თუმცა, ამ სეზონში მონაწილეებმა ბევრჯერ გაგვაკვირვეს. ძალიან საინტერესო ბრძოლაა ტიტულისთვის გაჩაღებული. საწყენია, მასში „იუვენტუსი“ რომ არ მონაწილეობს.“- ციტირებს ბონუჩის სიტყვებს Football Italia.

სერია A-ს დასრულებამდე სამი ტურით ადრე, „ინტერი“ 75ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერი კი 77-ქულიანი „მილანია.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120788