ფეხბურთი

16:22 | 2.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"უიპეშტის" მწვრთნელი ზივზივაძის არაზუსტ პანენკაზე: "ასე დარტყმა მან გადაწყვიტა"

უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „უიპეშტმა „გიირმოტი“ ვერ დაამარცხა (2:2), ბუდუ ზივზივაძემ კი ამ შეხვედრაში პენალტი გააცუდა.

65-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანის პანენკას სტილში შესრულება გადაწყვიტა, თუმცა არაზუსტად დაარტყა და ბურთი კარს ააცილა. მატჩის შემდეგ პენალტზე კომენტარი „უიპეშტის“ მთავარმა მწვრთნელმა მილოშ კრუშჩიჩმა გააკეთა.

„პენალტისთვის ზივზივაძისთვის არაფერი მითქვამს. თვითონაც მშვენივრად ესმის სიტუაცია. ის არის პროფესიონალი და მან მიიღო გადაწყვეტილება ასე დაერტყა. არმგონია, რომ საჭირო იყოს მისთვის რაიმეს თქმა, მითუმეტეს ისეთ დიდებულ ფეხბურთელზე, რომელმაც ძალიან ბევრი გოლი გაიტანა და გუნდს დაეხმარა“, - თქვა კრუშჩიჩმა.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძეს „უიპეშტის“ მაისურით უნგრეთის ჩემპიონატის 10 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე კი „უიპეშტი“ 40 ქულით მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136825