ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ შესაძლოა „ესპანიოლი“ ჩაიბაროს.
ესპანური მედიის ცნობით, კატალონურ კლუბს სეზონის ბოლოს ვისენტე მორენო დატოვებს და კლუბის სპორტული დირექტორი ფრანსისკო რუფეტე მის შემცვლელად კანავაროს განიხილავს, რომელსაც ევროპაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს.
კანავაროს აქამდე ჩინური კლუბები და ჩინეთის ნაკრები გაუწვრთნია, ასევე მუშაობდა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, მაგრამ ევროპაში მწვრთნელის პოსტზე არასდროს უმუშავია.