ფეხბურთი

0:47 | 1.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სერენმა" ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ადგილი მიქაუტაძის გოლით შეინარჩუნა

„სერენმა“ ბელგიის იუპილერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და ეს გიორგი მიქაუტაძის დიდი დამსახურებით მოახერხა.

პლეი-აუტში „სერენმა“ ერთი კვირის წინ „მოლენბეკი“ სტუმრად 1:0 სწორედ ქართველი ფორვარდის გოლით დაამარცხა და როგორც გაირკვა, ორმატჩიანი რაუნდის ბედიც ამ გოლმა გადაწყვიტა, რადგან დღეს საპასუხო შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

გიორგი მიქაუტაძემ 2021-2022 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. მას „სერენთან“ იჯარა ეწურება და ზაფხულში ფრანგულ „მეცში“ დაბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11569