ფეხბურთი

21:53 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ ევრო 2016-ის ჩემპიონის ტრანსფერი შეათანხმა

„მილანმა“ და „ლილმა“ ფრანგული კლუბის ნახევარმცველის, რენატუ სანშეშის ტრანსფერის თაობაზე მოილაპარაკეს - გვამცნობს Calciomercato.

წყაროს ინფორმაციით, „მილანი“ 24 წლის პორტუგალიელში 25 მილიონ ევროს გადაიხდის ბონუსების ჩათვლით.

სანშეში „ლილში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა მიუნხენის „ბაიერნიდან“ 20 მილიონ ევროდ. მის არსებულ კონტრაქტს ვადა გაისად ივნისში ეწურება.

ფრანგული ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში სანშეშმა 23 მატჩში ორი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი შეასრულა.

სანშეში „ბენფიკას“ აღზრდილია. ერთ ხანს უელსურ „სუონსიშიც“ თამაშობდა. 2016 წელს კი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.101248