ფეხბურთი

17:36 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი: "რონალდუ მომდევნო სეზონში შეიძლება მესის თანაგუნდელი იყოს"

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პოლ მერსონი ფიქრობს, რომ კრიშტიანუ რონალდუ სეზონის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს და მისთვის შეიძლება იდეალური „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა იყოს.

მერსონის განცხადებით, კრიშტიანუს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, სადაც მომდევნო სეზონში „მანჩესტერი“ დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს. ამიტომაც, კლუბის დატოვებას ეცდება, პსჟ-ში კი ლიონელ მესისთან ერთად შეიძლება ითამაშოს.

„ეს შეიძლება კრიშტიანუ რონალდუს ბოლო წელი იყოს პრემიერლიგაში. მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა, იქ თამაშობს მთელი კარიერა. გამიკვირდება თუ ერიკ ტენ ჰაგს მისი შენარჩუნება ენდომება. ახალი მწვრთნელი ახალგაზრდულ გუნდზე ფიქრობს და 37 წლის რონალდუ მისი ნაწილი არ უნდა იყოს.

პსჟ იდეალური ვარიანტი იქნება. მათ დაუყოვნებლივ უნდა მოძებნონ გამოსავალი, რომ კილიან მბაპე შეცვალონ. პსჟ-ს მხოლოდ ერთი რამ სურს - ჩემპიონთა ლიგის მოგება. რონალდუ კი ამ ტურნირის მთავარი გმირია. ის იტანს გოლებს, ყიდის მაისურებს, ყველაფერს აკეთებს. ლიგა 1 მარტივი ლიგაა და რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე ფოკუსირებას შეძლებს. ლიონელ მესისთან ერთად კი შეგვიძლია ყველა დროის ორი საუკეთესო ფეხბურთელი ერთად ვიხილოთ“, - თქვა მერსონმა.

შეგახენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი. მას „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.114294