კალათბურთი

10:27 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მემფისის" ფანტასტიკური ბოლო მეოთხედი: NBA-ს ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა (+VIDEO)

NBA-ს პლეი-ოფში კიდევ ერთი მეოთხედფინალისტი, დასავლეთ კონფერენციაში კი ნახევარფინალისტი გაირკვა - „მემფის გრიზლი“, რომელმაც „მინესოტას“ დასამარცხებლად სერიაში 6 მატჩი დასჭირდა.

„მემფისი“ სერიას 3:2-ს იგებდა და დღეს მეტოქეს სტუმრად 114:106 აჯობა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე გავიდა. გადამწყვეტი ბოლო პერიოდი გამოდგა, რომელიც მემფისელებმა 40:22 მოიგეს, არადა, მანამდე სამივე პერიოდი „მინესოტას“ ჰქონდა მოგებული (29:28, 23:21, 32:25) და დასკვნითი მეოთხედის წინ 10-ქულიან უპირატესობასაც ფლობდა.

„მინესოტაში“ საუკეთესოები ენტონი ედვარდსი (30 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი) და იადენ მაკდანიელსი (24 ქულა, 4 მოხსნა) იყვნენ, ხოლო "მემფისში" დილონ ბრუკსი გამოირჩა 23 ქულით, 18 ქულა კი ჯარენ ჯექსონის ანგარიშზეა.

ამრიგად, NBA-ს პლეი-ოფში ყველა მეოთხედფინალური წყვილი უკვე ცნობილია. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში „მემფისი“ „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდება, „ფინიქს სანსი“ კი „დალას მავერიქსს“, თავის მხრივ, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში „მაიამი ჰიტი“ „ფილადელფიას“ გაეჯიბრება, ხოლო ყველაზე დიდი ინტერესს ალბათ მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი ბაქსისა“ და „ბოსტონ სელტიქსის“ შეხვედრა იწვევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.144185