იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ტრევიზოს“ ესტუმრა და 113:76 გაანადგურა. ბოლონიელები მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვებაც შესაბამისად, იოლად მოიპოვეს.
ქართველმა კალათბურთელმა 21 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 11 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. შენგელიამ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა.
„ვირტუს ბოლონია“ 25 მოგებით და 3 წაგებით სატურნირო ცხრილის ლიდერია და რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა, მომდევნო ტურში კი 6 მაისს, სტუმრად „სასარის“ დაუპირისპირდება.