რალფ რანგნიკმა შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვოს და ავსტრიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.
გერმანელი სპეციალისტი სეზონის დასრულების შემდეგ „წითელი ეშმაკების“ მწვრთნელი არ იქნება, მაგრამ აქამდე ცნობილი იყო, რომ კლუბში 2 წლით კონსულტანტის პოზიციაზე უნდა ემუშავა, თუმცა, ახლა ვითარება შეიცვალა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, პარასკევს დიდი შანსია, რომ რანგნიკის ავსტრიის ნაკრებში დანიშვნა ოფიციალურად დადასტურდეს, სადაც ფრანკო ფოდას შემცვლელს ეძებენ.
შეგახსენებთ, რალფ რანგნიკმა „მანჩესტერი“ გასული წლის შემოდგომაზე ჩაიბარა, როდესაც ოლე გუნარ სულშერის ადგილი დაიკავა.