ფეხბურთი

15:38 | 28.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარიერის დასრულების შემდეგ ბონუჩი მწვრთნელობას აპირებს

კარიერის დასრულების შემდეგ, „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების მცველი, ლეონარდო ბონუჩი, მწვრთნელობის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ ფეხბურთელის მეუღლემ, მარტინა მაჩარიმ განაცხადა.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ლეონარდო ფეხბურთში დარჩება. ეს მისი ცხოვრებაა. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ძალიან უყვარს მოედანი და მწვრთნელობას აპირებს.“ - ციტირებს მარტინას სიტყვებს Tuttosport.

ბონუჩიმ მოზრდილთა დონეზე თამაში 2005 წელს „ინტერში“ დაიწყო. შემდეგ იყო „ტრევიზო,“ „პიზა“ და „ბარი,“ 2010 წელს კი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდა. 2017-18 წლების სეზონში „მილანის“ მაისურა მოირგო და ისევ „იუვენტუსში“ დაბრუნდა.

2010 წლიდან ბონუჩის იტალიის ნაკრებშიც იძახებენ. შარშან „სკუადრა აძურასთან“ ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133371