ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ Gazzetta Dello Sport-თან „მილანისა“ და „ინტერის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „როსონერი“ თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, ხოლო „ნერაძურის“ 60-იანი წლების სტილი აქვს.
„არ ვიტყვი, რომ „მილანი“ „ინტერზე“ ძლიერია, მაგრამ „მილანის“ თამაში უფრო მეტად შეესაბამება ევროპული ფეხბურთის მიმდინარე ტრადიციებს და უფრო თანამედროვეა. „ინტერი“ ანტიკურ ფეხბურთს თამაშობს, 60-იანი წლების სტილში გაიჭედა. „მილანს“ ჰყავს ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები, რომელთაც იბრაჰიმოვიჩის მსგავსი გამოცდილი მოთამაშე ხელმძღვანელობს. ვფიქრობ, თუ ინძაგი არ შეუშინდება სტილის შეცვლას, მაშინ ეს ორი კლუბი სერია A-ში წამყვან როლებს დიდი ხნით დაიკავებენ“, - თქვა საკიმ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს „მილანი“ 74 ქულით ლიდერობს და „ინტერს“ ორი ქულით უსწრებს, მაგრამ „ნერაძურის“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომელსაც დღეს „ბოლონიასთან“ სტუმრად გამართავს.