ჩოგბურთი

2:54 | 27.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ტრავმის შემდეგ პირველად მადრიდში იასპარეზებს

რაფაელ ნადალი კორტს მომავალ კვირაში დაუბრუნდება და მონაწილეობას მიიღებს მადრიდის ღია პირველობაში. ამგვარად, ის ასწრებს საფრანგეთის ღია პირველობისთვის მომზადებას, რომელიც 13-ჯერ აქვს მოგებული.

35 წლის ნადალმა ნეკნის ტრავმის გამო, ოთხი კვირა გამოტოვა. ვარჯიში ერთი კვირის წინ განაახლა. ის ამბობს, რომ მადრიდისთვის სრულ მზადყოფნაში ვერ იქნება, თუმცა ესპანეთის დედაქალაქში თამაში ძალიან სურს და მის გაცდენას არ აპირებს.

ნადალმა ეს ტრავმა მაშინ მიიღო, როდესაც ინდიან ველსის ფინალში, ამერიკელ ტეილორ ფრიცს ხვდებოდა. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადა, რომ თამაშს ოთხი-ექვსი კვირა ვერ შეძლებდა.

ნადალს დიდი სლემის 21 ტიტული აქვს მოპოვებული. მასზე თითო ტიტულით ნაკლები აქვთ როჯერ ფედერერს და ნოვაკ ჯოკოვიჩს. 21-ე ტიტულს ის მელბურნში დაეუფლა, სადაც ჯოკოვიჩი კოვიდ-19-ის ვირუსზე აუცრელობის გამო არ დაუშვეს.

0.116568