ფეხბურთი

0:27 | 27.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბასტენი: "თუ ტენ ჰაგი ასე მოიქცევა, შეუძლია "მანჩესტერში" ყველაფერი შეცვალოს"

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა ერიკ ტენ ჰაგის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მას შეუძლია „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეცვლა. მარკომ ერიკს ურჩია, რომ კრიშტიანუ რონალდუ გუნდიდან არ გაუშვას.

„თუ რონალდუ ყოველთვის თამაშობს ისე, როგორც „ნორვიჩის“ წინააღმდეგ და რეგულარულად ორ-სამ გოლს გაიტანს თამაშში, არ არის საჭირო მისი გუნდიდან გაშვება. კრიშტიანუ არის ფეხბურთელი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. ტენ ჰაგიც უნდა შეეგუოს, რომ მას არ შეიძლება იგივე ფიზიკური აქტივობა მოსთხოვო, რაც 18 წლის ფეხბურთელს, ცხადია, რონალდუს ბევრი შრომა მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ერიკი შეძლებს მასზე სწორი გავლენის მოხდენას და ისე ათამაშებას, როგორც მას სურს.

ტენ ჰაგმა არ უნდა მოუსმინოს მედიას, მან ყურადღება თავის სამუშაოსა და გუნდზე უნდა გაამახვილოს. თუ ამას გააკეთებს, შეუძლია „მანჩესტერში“ ყველაფერი შეცვალოს“, - თქვა ვან ბასტენმა.

შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „წითელ ეშმაკებს“ სათავეში 1 ივლისიდან ჩაუდგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131425