ფეხბურთი

16:30 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტულუზა" ლიგა 1-ში დაბრუნდა

საფრანგეთის ლიგა 1-ში „ტულუზა“ ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ფრანგულმა კლუბმა ლიგა 2-ის 35-ე ტურშ „ნიორი“ 2:0 დაამარცხა და ელიტაში თამაში უფლება მოიპოვა.

„ტულუზა“ ლიგა 1-დან 2019-2020 წლების სეზონში გავარდა და შარშან დაბრუნება ვერ მოახერხა, მაგრამ ამჯერად მიზანს მიაღწია.

„ნიორთან“ შეხვედრას 20 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო, რომლებიც საფინალო სასტვენის შემდეგ მინდორზე შევიდნენ და ზეიმი დაიწყო.

„ტულუზას“ 76 ქულა აქვს და მომდევნო სეზონს ლიგა 1-ში გაატარებს. სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ლიგა 2-დან დაწინაურების ყველაზე კარგი შანსი „აიაჩოს“ აქვს, რომელსაც 68 ქულით მეორე ადგილი უკავია, თუმცა, კონკურენტებიც ახლოს არიან - „ოსერი“ 65 ქულა, „სოშო“ 64 და „პარიზი“ 63 ქულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11645