ფეხბურთი

13:50 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს სამი პირობა „პარი სენ-ჟერმენს“

ანტონიო კონტე წინააღმდეგი არ არის მომავალი სეზონიდან „პარი სენ-ჟერმენი“ გაწვრთნას და ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებს უკვე წარუდგინა თავისი პირობები - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ადრიენ გრენიე.

პირობა სამია. ერთი - მთლიანად უნდა აკონტროლოს კლუბის სატარნსფერო პოლიტიკა. მეორე - წაიყვანოს თავისი პერსონალი და მესამე - მასთან უნდა იმუშაოს „რომასა“ და „ტორინოს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა პეტრაჩიმ.

52 წლის კონტემ „ტოტენჰემი“ შარშან ნოემბერში ჩაიბარა და ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამჟამად გუნდი პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზეა.

0.124207