„მანჩესტერ იუნაიტედის“ დროებითი მთავარი მწვრთნელი,რალფ რანგნიკი იმედოვნებს, რომ კლუბში ახალი დამრიგებლის, ერიკ ტენ ჰაგის მისვლის შემდეგაც დარჩება. ნიდერლანდელი სპეციალისტი გუნდს მიმდინარე სეზონის ბლოს ჩაიბარებს - გვამცნობს Goal.
„კლუბში ხუთი თვე ვიმუშავე და აქ ძალიან მომწონს. ჯერ კიდევ მაქვს იდეები, რომლებმაც შეიძლება გარკვეული მიმართულებებით გუნდი განავითაროს.“ - უთხრა რანგნიკმა ჟურნალისტებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ სულაც არ აპრებს ახალი მწვრთნელისთვის თავისი იდეების თავს მოხვევას.
63 წლის რანგნიკი „მანჩესტერში“ 2021 წლის 3 დეკემბრიდან მუშაობს.