„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ „ლაციოსთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სკუდეტოს მოგება „მილანისთვის“ წარმოუდგენელი შედეგი იქნება.
„თავგანწირვის სულისკვეთება უნდა შევინარჩუნოთ, ეს ჩვენი საუკეთესო თვისებაა. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ჩემპიონობა შეგვიძლია, მაშინაც კი, როცა ყველაფერი კარგად არ მიდიოდა. ჩვენ „მილანი“ ვართ! ბოლო 20 წლის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატი ორჯერ მოვიგეთ, ამიტომაც, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ, ეს წარმოუდგენელი შედეგი იქნება“, - თქვა მალდინიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „ინტერს“ 2 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. „როსონერიმ“ 21-ე საუკუნეში სკუდეტო მხოლოდ ორჯერ მოიგო, 2004 და 2011 წლებში.