კალათბურთი

0:03 | 25.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

იანისის ორმაგი დუბლი და "მილუოკიმ" სერიაში უპირატესობა გაზარდა

„მილუოკი ბაქსი“ „ჩიკაგო ბულსთან“ სერიაში კომფორტული უპირატესობით დაწინაურდა და მომდევნო ეტაპამდე ერთადერთი მოგება აშორებს.

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა „ხარები“ ამჯერად სტუმრად, საკმაოდ ადვილად 119:95 დაამარცხა. „მილუოკიმ“ უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა და თამაშს საფინალო სირენამდე აკონტროლებდა.

თავიდანვე გეტყვით, რომ სანდრო მამუკელაშვილს არ უთამაშია. საუკეთესო კი იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 32 ქულა, 17 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. ჯრუ ჰოლიდეიმ „ბაქსს“ 26 ქულა და 7 პასი შესძინა, ხოლო გრეისონ ალენმა 27 ქულა ჩააგდო. „ჩიკაგოში“ ზახ ლავინი 24 ქულით და დემარ დეროზანი 23 ქულით იყვნენ საუკეთესოები.

აღსანიშნავია, რომ იანისმა პლეი-ოფში მეხუთედ მოახერხა მინიმუმ 30 ქულის, 15 მოხსნის, 5 პასის გაკეთება და ამ მხრივ მხოლოდ ლებრონ ჯეიმსს ჩამორჩება, რომელსაც იგივე მინიმალური შედეგი პლეი-ოფის სტადიაზე 6-ჯერ აქვს დაფიქსირებული.

აქვე გეტყვით, რომ „მილუოკი ბაქსი“ სერიაში 3:1 დაწინაურდა და მომდევნო შეხვედრასაც თუ მოიგებს, ყველაფერს წერტილს დაუსვამს. სერიის მეხუთე თამაში მილუოკის დარბაზში 28 აპრილს გაიმართება.

0.122256