აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაიმ“ გასვლაზე ჩინური „გუანჯოუ“ 5:0 გაანადგურა, ერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.
ვაკო მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და ერთ წუთში შეძლო თავის გამოჩენა, რითაც ანგარიში იმ დროისთვის 3:0 გახადა.
მიმდინარე სეზონში ქართველ შემტევს 13 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. „ულსან ჰიუნდაი“ კი I ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 27 აპრილს, იაპონურ „კავაზაკის“ უმასპინძლებს.