ფეხბურთი

15:00 | 24.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვეს" ლეგენდარული მეკარე ჰოსპიტალში ცერებრალური იშემიით კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარული მეკარე სტეფანო ტაკონი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ტაკონი თავის ცერებრალური იშემია აღენიშნება და ეს არის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, რის გამოც ალესანდრიის საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით, სხვა ცნობები არ ვრცელდება.

64 წლის ტაკონიმ პარასკევს მონაწილეობა საქველმოქმედი აქციაში მიიღო, ხოლო შაბათ დილით თავი შეუძლოდ იგრძნო და თავის ტკივილის გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სტეფანო ტაკონიმ „იუვენტუსში“ დინო ძოფი შეცვალა და ტურინულ გრანდში 1983-1992 წლებში ითამაშა. მან კლუბთან ერთად ყველაფერი მოიგო – მათ შორის ორჯერ სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, თასების თასი, ევროპის სუპერთასი, იტალიის თასი და საკონინენტთაშორისო თასი. მან "ბიანკონერის" რიგებში 382 თამაში ჩაატარა.

0.120627