ფეხბურთი

1:06 | 24.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და "სენტ ეტიენს" გაუთანაბრდა

„პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონობა გაიფორმა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ყველაფერს წერტილი 34-ე ტურში დაუსვა.

პსჟ-ს საჩემპიონოდ „ლანსთან“ ქულაც ჰყოფნიდა და სწორედ ფრეს დასჯერდა. 68-ე წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა ანგარიში და მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში „ლანსმა“ 88-ე წუთზე გაათანაბრა, პარიზელთა ზეიმს ხელი ვერ შეუშალა.

„პარი სენ ჟერმენს“ 78 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ „მარსელს“, რომელსაც თავის მხრივ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, 16 ქულით უსწრებს. სეზონის ბოლომდე პსჟ-მ ყველა მატჩი რომ წააგოს და „მარსელმა“ მოიგოს, სატურნირო ცხრილის ლიდერი არ შეიცვლება.

ამრიგად, პსჟ-მ ჩემპიონის ტიტული ერთწლიანი პაუზის მერე დაიბრუნა. მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ჩემპიონობა „ლილმა“ მოიპოვა. პარიზული გუნდისთვის ეს ისტორიაში მე-10 ჩემპიონის ტიტულია, რითაც „სენტ ეტიენის“ მიღწევა გაიმეორა.

თეგებიპსჟლიგა 1
0.117838