„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ისტორიის წერას აგრძელებს. ამჯერად მან პრემიერლიგაში მე-100 გოლი გაიტანა.
აღნიშნულ შედეგს პორტუგალიელმა ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ გატანილი გოლით უწია. კრიშტიანუმ პრემიერლიგაში პირველად თავი თითქმის 19 წლის წინ, 2003 წლის შემოდგომაზე გამოიჩინა.
ვთქვათ ისიც, რომ რონალდუ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ლა ლიგასა და პრემიერლიგაში მოახერხა მინიმუმ 100-100 გოლის გატანა.
რონალდუ პრემიერლიგაში - 223 მატჩი, 100 გოლი
რონალდუ ლა ლიგაში - 292 მატჩი, 311 გოლი
რონალდუ სერია A-ში - 98 მატჩი, 81 გოლი
რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე 189 მატჩი, 141 გოლი
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 37 წლის ვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 შეხვედრაში თავი 22-ჯერ გამოიჩინა. რაღა თქმა უნდა, კრიშტიანუმ „არსენალთან“ გოლი თავის გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა.