კატალონური „ბარსელონა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ერთ ნაბიჯშია. ესპანელებმა ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში გერმანული „ვოლფსბურგი“ 5:1 გაანადგურა და საპასუხო თამაშს აზრი დაუკარგა.
„კამპ ნოუზე“ გამართულ მატჩს 91 648 მაყურებელი დაესწრო, რითაც ქალთა ფეხბურთის მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ამაზე მეტი გულშემატკივარი ქალთა ფეხბურთის თამაშს ისტორიაში არ დასწრებია.
აღსანიშნავია, რომ წინ რეკორდიც „ბარსელონამ“ დაამყარა, მიმდინარე წლის 30 მარტს, ასევე „კამპ ნოუზე“ მეოთხედფინალურ ეტაპზე „რეალთან“ თამაშს სტადიონიდან 91 533 მაყურებელმა უყურა.
„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და გასულ სეზონში ტრებლი შეასრულა. იგივეს გაკეთების შანსი კატალონელებს ამ სეზონშიც აქვთ. ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალში „ლიონი“ და „პარი სენ ჟერმენი“ დაუპირისპირდებიან.